16:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 13:19:40, 1054 ნახვა

პოლიტიკა
მერაბიშვილი - საქართველოში ყველაფერი შეიცვალა - მომდევნო თვეებში უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის ქუჩის აქციებს ნახავთ

საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მერაბიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე "ახალგაზრდა ლიდერმა" შეცვალა, ქვეყანაში ვითარება შეიცვალა. როგორც მერაბიშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში საქართველოში ქუჩის აქციებიც დაიწყება.

"საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურობდნენ, არ რეაგირებდნენ უკრაინის ომზეც კი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ძალიან ახალგაზრდა საინტერესო ადამიანებმა პროვოცირება გაუკეთეს ხელმძღვანელობის ვადამდელ გადარჩევას. პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი დამარცხდა... ახალგაზრდა ლიდერმა დაამარცხა მოქმედი თავმჯდომარე. თუ აკვირდებით ბოლო კვირებს, ყველაფერი ძალიან შეიცვალა. საქართველოში ძალიან ბევრი აქციები მიმდინარეობს. პარტია ვითარდება. წლების განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა იმას კი არა, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები არ განევითარებინათ. მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის ქუჩის აქციებს ნახავთ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სატვირთო მანქანების სადგომზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics