|
2023-02-16 20:06:39, 1583 ნახვა
ომი უკრაინაში
მარკ მილი - ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება
ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და უბრალოდ არ მოხდება, რომ რუსეთმა უკრაინა დაიპყროს. მეორეს მხრივ კი, უკრაინას ძალიან გაუჭირდება ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსების გაძევება. „რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის თითოეული სანტიმეტრიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ეს მოითხოვს რუსული არმიის არსებითად დაშლას“, - განაცხადა მარკ მილმა.
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)