|
2023-02-15 09:25:58, 1013 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 35 418-მდე გაიზარდა, ხოლო 13 208 დაშავდა. სირიის ჯანდაცვის სამინისტროსა და სირიის მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თეთრი ჩაფხუტები და სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ოპოზიციის კონტროლირებად რაიონებში, მინიმუმ 5 814 ადამიანი დაიღუპვის შესახებ იუწყებიან. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)