2023-02-07 22:35:30, 1187 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5400-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე 5415 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, თურქეთში მიწისძვრას სულ მცირე, 3703 ადამიანი ემსხვერპლა.
ხოლო ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1712-ს მიაღწია.
თურქეთის მთავრობის და სირიის სახელმწიფო მედიის მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 26035-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,