|
2023-02-06 23:12:28, 904 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას
"ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აპირებს და კომუნიკაცია უკვე დაწყებულია, იმის თაობაზე, რომ გააძლიერონ წნეხი "ქართულ ოცნებაზე", რათა გადარჩეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. " "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს და ეს კონკრეტული კონუნიკაციის დამყარება დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი "რუსულ ოცნებაზე", სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის... ასევე დღეს როცა მოვრჩებით ბრიფინგს გვექნება აქტივობები, და ასეთი აქტივობები გვექნება ყოველდღიურად ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები ვისაც თქვენ ჩაგრავთ და უკლავთ ევროპულ მომავალს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)