|
2023-02-06 21:54:31, 956 ნახვა
პოლიტიკა
ანა წითლიძე - ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ უფლებას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას
ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა ყველგან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის გადაწყვეტილება, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება და არ მისცემენ მას უფლებას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას. "ახალი თავმჯდომარისგან მოვისმენთ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ბრძოლა. ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა ყველგან. ყველგან უნდა იგრძნოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მოსამართლემ, ეს არის ის, რაც მას არ შერჩება მშვიდად და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას", - განაცხადა წითლიძემ. შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი პარტიის ოფისში იკრიბებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)