|
2023-02-06 21:19:06, 994 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს - სააკაშვილი და ხაბეიშვილი მხარდამჭერებს უხმობენ
ენმ-ის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს, პარტიის ოფისში გააკეთებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები. პარტიაში გაკეთდება განცხადება. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს დღესვე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – ამბობს ხაბეიშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, წერილით ეხმაურება. "მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა. მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)