|
2023-02-06 16:18:23, 943 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ მელიას დანაყოფი ცდილობს მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინოს
„ნაციონალური მოძრაობის“ მელიას დანაყოფის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ და პარტიის ახლად არჩეულ კომიკურ ხელმძღვანელებს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე წერს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია არაფრის დამთმობი არ იყო, რომ არა "ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახნენ დაეთმოთ ხელისუფლება". "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ. მელიას ფრთა და პარტიის ახლადარჩეული კომიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო. სინამდვილეში, აქაც რეალობის გაყალბებას ცდილობენ. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახნენ დაეთმოთ ხელისუფლება! მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები! მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების, ხალხზე ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბი იყო წარმოუდგენელი - არც ამან უშველათ! ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში გაცილებით უარესს მიიღებდნენ. ამიტომ დათმეს, მოუწიათ! ამ რეალობის ფონზე მათი განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია!", - წერს მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)