|
2023-02-06 14:33:44, 2380 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 10 ქალაქსა და 10 რეგიონში ურბანული განახლების პროექტი უნდა დავიწყოთ, რაც სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს
წელს უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას, შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქალაქებისა და რეგიონების სრულ ჩამონათვალს მალე წარადგენს. "ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა - ჩვენ წელს უკვე უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქებისა. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ, აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას. ასე რომ, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული, ეს ტემპები უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)