|
2023-02-06 12:16:51, 1301 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას
ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მოუსამძიმრა და შემთხვევის ადგილზე მყოფებს გამძლეობა უსურვა. "ვგლოვობთ კარამანმარასში [თურქეთში] მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას. ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფებს",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. ამ დროისთვის, მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)