|
2023-02-04 13:25:16, 1087 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - რას გვახვევენ თავს? კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო
იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? - კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც მასობრივ ომშია ჩართული და მთელი მსოფლიო მას შესცქერის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. „იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? - კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო! არც კი გვეკითხებიან, საქართველოს ოფიციოზსაც არ უსვამენ კითხვებს, სიმართლეა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზელენსკი, რომელიც ამხელა ომშია ჩართული და რომელსაც მთელი მსოფლიო შესცქერის, შეჩეჩებული ფოტოებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი რას ვუძლებთ! ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ზეწოლა ჩვენ უფრო გვაძლიერებს“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)