|
2023-02-03 17:25:33, 897 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია
„ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყანამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „ამ შეფასებას დღეს ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და მინდა, მეც შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ რთულ გზაზე. რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს გამოწვევები, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)