|
2023-02-03 12:09:05, 807 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე - რასაც 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას 2023 წელს ტანგო არ სჭირდება
რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს. აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ. „თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ცალმხრივი სანქცია რომელიც თავის დროზე დაწესდა, სანქციის მოხსნაც იქნება რა თქმა უნდა ცალმხრივი გადაწყვეტილება“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)