|
2023-02-02 22:06:34, 803 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან სანოტარო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ნოტარიუსთა პროფესიულ კანონმდებლობაში ცვლილებები, ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის შესრულება, სანოტარო დამოწმებისას ფულის გათეთრების რისკების პრევენცია, რეგიონებში ნოტარიუსების დამაგრება, შშმ პირთათვის სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს. გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა რიხარდ ბოკმა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან დავით ფუტკარაძესთან და ნოტარიუსებთან, კერძო სამართლის და ნოტარიატის კვლევითი ცენტრის დაფუძნების თემაც განიხილა და ქართულ მხარეს ამ მიმართულებით არსებული გერმანული პრაქტიკა გაუზიარა. სამუშაო შეხვედრა ქართულ-გერმანული ნოტარიატის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა გერმანელ კოლეგებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)