|
2023-02-02 16:24:36, 777 ნახვა
პოლიტიკა
„ქვეყნის ევროპული მომავალი სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა მიბმული“- ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხები განიხილა. როგორც ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავალი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე "პირდაპირ მიბმულია". "ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მის გადარჩენაზე. იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პირდაპირ მიბმულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება და ამ პერსპექტივამ შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ცხადია ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობაზე. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე და ცხადია, იმ პრობლემებზე, რომელსაც ამ პუნქტების შესრულებისას ვაწყდებით. “ქართული ოცნება” ცდილობს, ეს ყველაფერი არ შეასრულოს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)