|
2023-02-02 15:29:20, 734 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს
ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესს და შეშფოთებულია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს. "ვითარება სერიოზულია, როგორც გუშინ ვიხილეთ. ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესს და შეშფოთებულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც ყველა ფოკუსირებული ვართ. პირველ რიგში, გავიგოთ, რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა შესაბამის მზრუნველობას აწვდიდეს. ჩვენ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)