|
2023-02-02 15:06:17, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - დასავლეთის ზეწოლას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით პასუხობს
დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვმა ტელეკომპანია Россия 24-თან და სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში თქვა, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ აქციოს. "ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად... არის მთავრობა... რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი უკვე წავიდა იქ, ისინი (პრემიერი და საქართველოს მთავრობა - რედ.) ამბობენ - თქვენ იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მთავრობის აღნიშნული მიდგომა "ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)