2023-01-31 09:10:39, 1221 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინაში Bradley-ს 60-ზე მეტი საბრძოლო მანქანა გაგზავნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60-ზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.
აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალის ჟაკლინ ვან ოვოსტის თქმით, აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით.
“Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება”,- განაცხადა ჟაკლინ ვან ოვოსტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,