19:40 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 11:19:45, 1561 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს. პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ტიმოშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დააკმაყოფილა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ინფორმაცია დაადასტურა დაTelegram-ზე განცხადება გამოაქვეყნა.

„მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველ დღე და ყოველ წუთში კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის შექმნა ქვეყანაში. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!" - წერს ტიმოშენკო.

ტიმოშენკოს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics