23:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 15:36:13, 898 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ სხვა, ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ჭორებს არის აყოლილი", რის გამოც არ აინტერესებს, თუ რა ექნება სათქმელი. 

ვოლსკიმ აღნიშნული განცხადება ფონ დერ ლაიენის CNN-თან ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა და ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებად აღიქვა. 

"თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ ნებისმიერი სხვა, თუ კუბილიუსი, როდესაც ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი და პირიქით, არა თუ ჭორებს არის აყოლილი, არამედ ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ და თქვენც ვალდებულები ხართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დაიცვათ“, - განაცხადა ვოლსკმა. 

ცნობისთვის, გუშინ CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics