2023-01-13 17:17:45, 1273 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადამ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ 4 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება სახალხო დეპუტატებს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს, რენატ კუზმინს და ანდრეი აქსიონოვს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე ავრცელებს.
"რადამ ჩამოერთვა მანდატები ვიქტორ მედვედჩუკს - 320 ხმა "მომხრე", ტარას კოზაკი - 317 "მომხრე", ანდრეი დერკახი - 314 "მომხრე", რინატ კუზმინი - 319 "მომხრე", ანდრეი აქსიონოვის - 294 "ხმა" - წერს ჟელეზნიაკი.
ცნობისთვის, აქსიანოვმა მანდატის დატოვების საკითხი ნებაყოფლობით დააყენა, ხოლო დანარჩენ პირებს მანამდე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,