|
2022-12-15 09:28:52, 1060 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიარა
პოლონეთის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რუსეთი სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, ასევე სხვა რიგ ვალდებულებებსაც. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია უტევს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, სჩადის ომის დანაშაულებებს და გენოციდს, ასევე ახორციელებს მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში. „რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მალაიზიის ავიახაზების რეისის (MH17) ჩამოგდებაზე 2014 წლის ივლისში, რომლის დროსაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომლის ბორტზე მყოფი 96 ადამიანიც დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონეთისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო ლიდერები, ასევე პოლონეთის პარლამენტის წევრები",- აღნიშნულია დოკუმენტში. სეიმმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს "უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ". „რუსი სამხედროები ახორციელებენ ტერორისტულ თავდასხმებს ოკუპირებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ბავშვი. რუსეთის ფედერაცია და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურები და შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, სექსუალურად ძალადობენ და აწამებენ მოქალაქეებს, ასევე ბავშვებს იტაცებენ ოჯახებიდან და გაჰყავთ ქვეყნიდან მათი შემდგომი რუსიფიკაციის მიზნით, ხდება მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია, უკრაინის მოქალაქეების იძულებითი გაწვევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ქონების წართმევა. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენცია ტყვეებთან მოპყრობის შესახებ",- ვკითხულობთ დოკუმენტში. სეიმმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეიმუშაოს მექანიზმი უკრაინას ომის რეპარაციების გადახდისა და კომპენსაციისთვის სახელმწიფოებისთვის, ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის, რომლებმაც ომთან დაკავშირებით ზარალი განიცადეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეამაც, რომელიც მოითხოვდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)