|
2022-12-14 16:36:26, 1827 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ესტონელი ევროდეპუტატისა და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა და 608 ევროპარლამენტარიდან მას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროპის საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად". "ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში",- აღნიშნულია განცხადებაში. რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. "ამ კუთხით რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეებზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებზე, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა",- ვკითხულობთ ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოამზადა შესწორებები. ამასთან, გუშინ 13 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე.
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)