12:59 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 13:44:41, 1247 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე - არაფერი ავად არ არის - აფერისტი და სიმულანტია

ის არის აფერისტი და სიმულანტი, არაფერი ავად არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი საპყრობილეშია.

"არ მეცოდება-თქო როგორ გითხრათ, მაგრამ მე მაქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ადგნენ და გაასაჯაროონ კადრები, თქვან ბოლო-ბოლო - სჭირს რამე ამ კაცს თუ არაფერი არ სჭირს. მე ვიცი, რომ ის არის აფერისტი და სიმულანტი... არაფერი ავად არ არის... გახდაო - მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კგ დავიკელი, ამიტომ უნდა ვიტირო?! პირიქით, მისაყვანია საპყრობილეში - იქ, სადაც არის მისი ადგილი", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ გუშინდელ განცხადებას, ჯაფარიძემ თქვა, რომ არ ნანობს.

"არაფერს არ ვნანობ. შენ უნდა ინანო, რომ ემსახურები ბოროტს. შენ უნდა ნანობდე ამას და ალბათ, მოვა ამის დრო და ამას ინანებთ. იუსტიციის მინისტრმა გაჟეჟილად ისაუბრა - არა, გამოვიდეს და თქვას, გაასაჯაროოს კადრები, რომ თქვენც დაისვენოთ და საზოგადოებაც გაჩუმდეს. 20 წელიწადია, არ ასვენებს ეს კაცი ამ ქვეყანას, დაგვასვენოს, დაასვენეთ თვითონაც. მისი სიკვდილი იცით ვის უნდა? ვინც კონტეინერით შემოაპარა და დატოვა", - მიმართა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გუშინ, 13 დეკემბერს პარლამენტის სასესიო დარბაზში, ვიქტორ ჯაფარიძემ,"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელთან, პაატა მანჯგალაძესთან სიტყვიერი კამათისას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics