|
2022-12-08 20:53:15, 1576 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით
"აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით" - ამის შესახებ"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. მისივე თქმით,ამის გამომწვევი მიზეზი არის ის რომ,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობის პოლიტიზირება ხდება,რაც არასწორია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზოგადად, ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაცარასწორია. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლოკომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდესსამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ შეიძლება მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებსქირაობენ ამისათვის. მათი მიზანია პოლიტიზება. ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აქედან გამომდინარე აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით. არავითარ დირექტივებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება იყო საუბარი. პოლიტიკურად ითხოვენჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკურიგადაწყვეტილების საგანი და ეს ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენ იმ ადამიანებს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლება, - თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)