|
2022-12-08 15:35:03, 1353 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მესამე პრეზიდენტის მომავალი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. "ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ისევე, როგორც ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული. რაც შეეხება მის მომავალს, ეს რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლოების გადასაწყვეტია", - განაცადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)