|
2022-12-08 14:44:36, 1312 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სტანო - ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. როგორც სტანომ Twitter-ზე დაწერა, ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა საიმისოდ, რომ ექსპრზიდენტს შესაბამისი დახმარება გაეწიოს. "ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა მას შესაბამისი დახმარება გაუწიოს", - წერს სტანო. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)