|
2022-12-08 11:52:39, 1312 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - თუ გაქვს ფული, თანამოქალაქეს უნდა დაეხმარო და არა - ფულს მოგცემ თუ წამოხვალ და იომებ
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებებში ადგილი აქვს ცალკეული პირების თანხის სანაცვლოდ წაყვანას. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, თანხით მანიპულირება, როდესაც თანამოქალაქეს უჭირს "ამორალური საქციელია". "დადასტურებულია ის, რომ უკრაინის საომარ მოქმედებებში ცალკეული პირების წაყვანას ადგილი აქვს. ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან ამორალური, რომ ადამიანს თანხის სანაცვლოს სთავაზობ საომარ მოქმედებაში მონაწილეობას. ფული არ უნდა შესთავაზო, როდესაც იცი, რომ შენ თანამოქალაქეს უჭირს, უნდა შესთავაზო ღირსეული რამ, თუ გაქვს ფული უნდა დაეხმარო და არა ის, რომ ფულს იმ შემთხვევაში მოგცემ, თუ წამოხვალ ახლა და იომებ",- განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა საკუთარი ნათქვამი იმის შესახებ, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ. პრემიერმა დაადანაშაულა მედია მისი სიტყვების არასწორად ინტერპრეტირებაში, თუმცა დასძინა, რომ ომში არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". მისივე თქმით, ომის ფრონტიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კიდევ ერთი ნიშანია, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებული ოპოზიციასთან. ამ განცხადებიდან მალევე, მისი პოზიცია გაიზიარეს გუნდის წევრებმაც. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე, რის სანაცვლოდაც ანაზღაურებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)