00:56 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 10:20:33, 1334 ნახვა

მსოფლიო
Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ევროპა იცვლება, ისევე როგორც კონცეფცია, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი. ეს „ძირითადად განპირობებულია უკრაინელი კომიკოსით, რომელიც პრეზიდენტი გახდა”.

„ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული - რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან“,- წერს გამოცემა.

რეიტინგში ასევე მოხვდა კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი „წლის დამარცხებულთა კატეგორიაში“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics