|
2022-12-07 14:22:06, 887 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე სააკაშვილზე - მცდელობაა, ან მიიყვანონ სიკვდილამდე ან ისეთ მდგომარეობამდე, რომ ნორმალურად ცხოვრება ვეღარ შეძლოს
ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადამიანი ან მიიყვანონ სიკვდილამდე ან მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მას ექნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ფსიქიკურიც, - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა გაუშვან". "მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ეს ადამიანი ან მიიყვანონ სიკვდილამდე ან მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მას ექნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ფსიქიკურიც, რის გამოც ის მომავალში ვეღარ შეძლებს არათუ პოლიტიკურ აქტიურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაუშვან. მე რასაც ვუყურებ, მრჩება ეს შთაბეჭდილება, რომ არის მიზანმიმართული ქმედება ან ერთისკენ, ან მეორისკენ. ჩემი აზრით, სააკაშვილი გასათავისუფლებელია ისედაც იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. მისი და მისი ოჯახის პოზიცია ამ წუთში არის ის, რომ პოლიტიკური მდგენელი ამ ამბიდან გავიტანოთ გარეთ და მე არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს უფლება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთრ თავზე. საუბარი არის, რომ ეს საკითხი განხილული იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში", - განაცხადა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)