|
2022-12-05 11:13:10, 1064 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო - მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი“, „ახალ წელს ნუ მიფუჭებ“
2022 წელს, 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო - და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: "არ ვიტყვი", "არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი", "ახალ წელს ნუ მიფუჭებ"- ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ხოშტარიას განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე ფასეულობას აღარ წარმოადგენს. "რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდენ იმპერიასთან ბრძოლას. 2022 წელს, 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეც არა, იგლოვეო. თქვი, რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი "ვიზიარებო". და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: "არ ვიტყვი", "არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი", "ახალ წელს ნუ მიფუჭებ"… ჩვენი ისტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა, ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება", - წერს ხოშტარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)