|
2022-12-04 16:07:44, 1249 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომიტეტი ხვალ, 5 დეკემბერს 15:30 საათზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.(მომხსენებელი ანა წითლიძე) საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს შემდეგ კანონებში: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ", "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ", კანონი "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ". საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს უნდა მიენიჭოთ იგივე სტატუსი, რაც აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს და მათმა ოჯახის წევრებმა ისარგებლონ იგივე სოციალური უპირატესობებით. კერძოდ: ერთჯერადი 100 000 ლარის ოდენობით დახმარება; გარდაცვლილთა გადმოსვენება და დაკრძალვა; საპენსიო უზრუნველყოფა; ოჯახის საყოფაცხოვრებო - კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება; ასევე სხვა სოციალური გარანტიები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დღეს უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების სტატუსი საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული არ არის. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ვეტერანის სტატუსის განსაზღვრას იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იბრძვიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)