|
2022-12-04 13:10:40, 1117 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში - თავისუფალ ადამიანებს ცუდი ლიდერი ვერ მართავს - ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ სხვა, ქართველების გადასაწყვეტია
თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან, - ასე უპასუხა ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან და მის დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, ცუდი ლიდერის მმართველობის დასასრულებლად, საჭიროა დემოკრატია. "თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ, ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფალი ხმის მიცემა. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება... თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში - ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ - ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)