15:47 - 10 Oct, 2026
|
2022-12-04 01:20:53, 1332 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ახლობლებს
უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება. "დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს." - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)