|
2022-12-02 18:25:58, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ კარის გაჯახუნება
ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს და მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი,პარტიაში შიდა არეულობის საკითხს. მისივე თქმით,რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი,რათა პარტიამ შეძლოს,რომ სტაბილურად დაიწყოს მობილიზება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. „გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური ხელისუფლება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას. ამიტომ, ჩვენ ვართ ადამიანები, მე და ჩემი თანამებრძელები, ვისაც გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ კარის გაჯახუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ სტაბილურად, მობილიზება დაიწყოს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“. - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)