|
2022-12-02 17:31:45, 1084 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი სააკაშვილზე - სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას,რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე თქმით,მესამე პრეზიდენტის საქმეზე კვლავ მჭიდრო დაკვირვება და მონიტორინგი მიდის,დოკუმენტაციის გასაჯაროების და გაცნობის შემდგომ კი უნდა გადაიდგას ის ქმედითი ნაბიჯები,რაც სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. "ჩვენ ვაგრძელებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან მჭიდრო დაკვირვებას და მონიტორინგს,ჯერჯერობით ვეცნობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნას,რაც ახლახანს გახდა ცნობილი,ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას,რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული,დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ მნიშვნელოვანია,რომ ის სათანადო ნაბიჯები გადაიდგას,რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია." - განაცხადა კელი დეგნანმა შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)