|
2022-12-02 16:24:13, 1069 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს
რეალურად სააკაშვილის ჯანმრთელობა, ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის საშუალებით პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლის მექანიზმს ქმნიან. "გათვლა ხდება იმაზე, რომ სააკაშვილისგან შექმნან ისეთი მექანიზმი, რომლითაც პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძოლებენ შიგნით, საქართველოში. რეალურად სააკაშვილის ჯანმრთელობა, ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს... ვინ იქნება მოსამართლე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი უახლოესი მეგობარიც რომ იყოს, იმ რეალობას ვერ დამალავს, რაც თუნდაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა.", - ამბობს გიორგი ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)