|
2022-12-02 14:10:06, 1103 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი სააკაშვილს გამოუშვებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოსაშვებია
მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოუშვებს მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ გამოსაშვებია,- ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ციხიდან გამოშვება ივანიშვილისთვის იქნება სისუსტის ნაბიჯი, რომელსაც არ გადადგამს, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა. "მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი გამოუშვებს სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გამოსაშვებია, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ასევე იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი. ივანიშვილის აღქმა არის ის, რომ ეს მისთვის იქნება უკან დახევა და სისუსტის ნაბიჯი და ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს მანამ, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც მას აიძულებს რომ ეგ ნაბიჯი გადადგას",- ამბობს ჯაფარიძე. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ამ საქმეზე ყველა ქმედება იქნება გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვებული და გეგმავენ, სასამართლოდან გამოითხოვონ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა პრინციპით მოხდა მოსამართლე არევაძის არჩევა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. დოკუმენტებში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)