|
2022-12-01 15:12:21, 1037 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - გასაგებია ყველანაირი ბოღმა და დაკვეთები, მაგრამ სააკაშვილის მდგომარეობა ყველას პასუხისმგებლობაა
არავის არ გვაქვს უფლება, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება და არ მოვითხოვოთ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრა, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას. ელენე ხოშტარიას თქმით, მზად არის მხარი დაუჭირო ყველა გზას, რომელიც ემსახურება ამ პრობლემის გადაჭრას. "ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა და ცეცხლთან თამაში. გასაგებია ყველანაირი პოლიტიკური ინტერესი, ბოღმა და დაკვეთების შესრულება, მაგრამ როდესაც საერთაშორისო ექიმების მიერ წერია, რომ არის კომის და სიკვდილის რისკი და მითითებულია კონკრეტული დაავადებები, არავის არ გვაქვს უფლება, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება და არ მოვითხოვოთ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრა. აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობა იქნება, სხვადასხვა დოზით, მაგრამ ყველასი იქნება მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საქმე არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საფრთხე. მხარს ვუჭერ ყველა მხარდაჭერას, რომელიც ემსახურება ამ პრობლემის გადაჭრას და მზად ვარ, რომ ყველანაირად ჩავერთო ამ საკითხის უსწრაფესად გადაჭრაში",- განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)