|
2022-12-01 13:58:11, 1114 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს
ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე ქვეყანას არასდროს ექნება მყარი მშვიდობა. „ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე. ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება. მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ 1000 $ და მეტი) და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება. ამგვარი გეგმის განხორციელება - მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა, - შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში. მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების!“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)