|
2022-12-01 13:21:49, 1175 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მოიკითხონ ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც მის კაპიტალს იცავენ - სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის
თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც მის კაპიტალს იცავენ, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დეკანოიძის თქმით, ამაში მიუღებელი არაფერია და "სკანდალს ხედავენ იქ, სადაც არ არის". "მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი მიუღებელი არ არის. ოჯახისთვის მისი სიცოცხლე დგას პირველ რიგში. არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისთვის არიან შვილი, მამა და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გასულია მათთვის ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან. ამიტომ, მათ თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ. ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებში პირადად არის დაკავებული იმით ზუსტად, რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დაიცვას. სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ უნდა აწარმოოს მედია პიარ-კამპანია და ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოახდინოს. მისივე ინფორმაციით, ამერიკულ კომპანია „გლობალ პოინტთან“ კონტრაქტი 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება და მას ხელს, სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია აწერს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)