|
2022-12-01 12:28:12, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კეზერას ფულისთვის - ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე
ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში არსებობს შიდა დაპირისპირება, რასაც უმრავლესობის წევრი "ტრაგიკომედიას" უწოდებს. "ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ , ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის. კლანებს შორის დაპირისპირებაა შიგნით, სხვა დანარჩენი არც აინტერესებთ და ამიტომაც არის, რომ ერთი ახლა ცალკე აქციაზე გარბის, მეორე მეორე მხარეს, ერთი ალთას, მეორე ბალთას. ის კაცი იქიდან ყვირის, რომ ჩემს სახელს რატომ იყენებთ ასე უდიერადო. გახსოვთ თქვენ, რომ ერთმა თქვა, რომ დარიშხანით მოწამლესო, მეორემ რაღაც ჩაუყარეს მოწამლესო და ის კაცი გამოვიდა, არ მოუწამლივარო. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)