|
2022-11-30 23:12:39, 1320 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაურს უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი რიჰო უტეგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს,ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალები ავრცელებს. უწყების ცნობით,მხარეებმა ტერიტორიული თავდაცვის შესახებაც ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვზე, ასევე თავდაცვის მოხალისეებსა და თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საკითხებზე. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ესტონეთის თავდაცვის ლიგის მთავარი სერჟანტი პიტერ ლენდი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდოსა“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც მოინახულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)