01:40 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 12:15:15, 1527 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაძლიერდა - მომიტინგეები სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ

ჩინეთში Covid-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ურუმჩის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. 

ქალაქ შანხაიში, უცხოელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ათასობით ადამიანი მსხვერპლთა მოსახსენიებლად და კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ისინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ. 

მოქალაქეების ნაწილი გაჩენილი ხანძრით გამოწვეულ მსხვერპლს საცხოვრებელი კორპუსების ჩაკეტვას უკავშირებს. ამ ბრალდებებს ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს. 

მსგავსი საპროტესტო გამოსვლები უჩვეულოა ჩინეთში, სადაც მთავრობისა და პრეზიდენტის მისამართით ნებისმიერმა პირდაპირმა კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მკაცრი ჯარიმები.

ცნობისთვის, ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. დღიურ შემთხვევათა რაოდენობა 31 ათასამდე აღწევს, რაც აჭარბებს აპრილ-მაისის მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც შანხაიში, 24 საათში 29 317 ადამიანი დაინფიცირდა და ქალაქში შეზღუდვები დაწესდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics