02:23 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 14:16:22, 1323 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატო უკან არ დაიხევს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ნატო უკან არ დაიხევს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ ნატო კიევისთვის "არალეტალურ დახმარებას" გაზრდის. 

"ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, "გრძელვადიანი მშვიდობა" არ დადგება. 

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე მასიური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 86 150-მდე ჯარისკაცი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics