05:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 11:04:31, 1373 ნახვა

მსოფლიო
პენსილვანიის შტატში „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს - აშშ-ის შუალედური არჩევნების ბოლო მონაცემები

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მჭიდრო რბოლაში არიან კონგრესზე კონტროლის მოსაპოვებლად. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით:

  • დემოკრატმა ჯონ ფეტერმანმა, შტატის ლეიტენანტმა გუბერნატორმა, პენსილვანიაში გამარჯვება მოიპოვა და ცნობილი სატელევიზიო ექიმი მეჰმედ ოზი დაამარცხა
  • ჯ.დ ვენსმა, „ჰილბილის ელეგიის“ ავტორმა, რომელიც დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო, სანამ მის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ გადაიქცეოდა, დაამარცხა დემოკრატი პარლამენტარი ტიმ რაიანი ოჰაიოსი.
  • დემოკრატმა ჯოშ შაპირომ დაამარცხა ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელი დუგ მასტრიანო

ჯერჯერობით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 192 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 166 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 47 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 48.

არჩევნებში მონაწილეობა 46 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.ოფიციალური პირების შეფასებით, ბიულეტენების საბოლოო რაოდენობამ, შესაძლოა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბოს. 

„რესპუბლიკელები“ ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ფასების ზრდაში, რაც ამჟამად, ამერიკელების მთავარი პრობლემაა. 

„რესპუბლიკელთა“ გამარჯვება პალატასა და სენატში პარტიას საშუალებას მისცემს, დაბლოკონ პრეზიდენტის დღის წესრიგის დიდი ნაწილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით სენატმა ასევე შეიძლება დაბლოკოს ბაიდენის კანდიდატურები სასამართლო ან ადმინისტრაციულ პოსტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics