06:10 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 09:44:53, 1400 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან - წინასწარი მონაცემები

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს, რომლის საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

არჩევნებში მონაწილეობა 46 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო და სწორედ ისინი გადაწყვეტენ, შეძლებს თუ არა „რესპუბლიკელები“ კონგრესზე კონტროლის მოპოვებას, რაც ხელს შეუშლის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმების განხორციელებას.

ოფიციალური პირების შეფასებით, ბიულეტენების საბოლოო რაოდენობამ, შესაძლოა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბოს. 

რამდენიმე მედიასაშუალება წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, რომ „რესპუბლიკელები“ მიიღებენ იმ ხუთ ადგილს, რომელიც საჭიროა წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად.

ბოლო მონაცემებით კი, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 171 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 139 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 47.

რესპუბლიკელთა გამარჯვება პალატასა და სენატში პარტიას საშუალებას მისცემს, დაბლოკონ პრეზიდენტის დღის წესრიგის დიდი ნაწილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics