06:11 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-05 13:55:07, 1384 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, სერგეი სიტნიკოვი ავრცელებს. 

მისი თქმით, დაშავებულია 5 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არაა და ინფორმაცია განახლებადია.

"წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯერ კიდევ განახლებადია",- განაცხადა სიტნიკოვმა.

რეგიონის პროკურატურამ განაცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, ხანძარმა შენობის სახურავი ჩამოანგრია, რომელიც 3 500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics