06:11 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 14:16:59, 1539 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევზე S-300 რაკეტებით იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევზე S-300 რაკეტებით იერიში მიიტანეს. მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა Telegram-ზე დაწერა, რომ დაბომბვის შედეგად საწყობი, საოფისე შენობა და მანქანები განადგურდა.

"3 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით, 23:30 საათზე, მტერმა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანს S-300 რაკეტები ესროლა. შედეგად განადგურდა საწყობი, ადმინისტრაციული შენობა და დაზიანდა იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი.  ხანძარი გაჩნდა სხვა საწყობში, რომლის ლიკვიდაციაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მოახდინა", - განაცხადა კიმმა.

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თქმით, 3 ნოემბერს მტერმა იერიში მიიტანა მიკოლაევის რაიონის პერვომაისკაიას თემის დასახლებაზეც ბაშტანის რეგიონში.

კიმის ინფორმაციით, გარდა ამისა, 3 ნოემბერს დაახლოებით, 14:30, ხოლო 4 ნოემბერს 04:45 საათზე  შიროკოვსკაიას თემის დასახლებაც დაიბომბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics