|
2022-10-31 22:17:05, 1605 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა ზელენსკის ხმის აწევით უთხრა, რომ ის მადლიერი უნდა იყოს დახმარებისთვის - NBC News
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ერთ-ერთი ივნისის სატელეფონო საუბრისას „ხმას აუწია“, როდესაც ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა კიევისთვის მეტი იარაღი მიეწოდებინა. ამის შესახებ, ამერიკული ტელეკომპანია NBC News წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, ბაიდენმა ზელენსკის საუბრის დასაწყისში განუცხადა, რომ მან ახლახან დაამტკიცა უკრაინის დახმარების კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ტრანში, რის შემდეგაც ზელენსკიმ დაიწყო საჭირო იარაღის ჩამოთვლა, რომელიც კიევმა ითხოვა, მაგრამ ჯერ არ მიუღია. ამგვარმა სიტყვებმა, NBC News-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი „გააბრაზა“. ბაიდენმა, „ხმის ამაღლებით“ უთხრა თავის თანამოსაუბრეს, რომ მას შეეძლო მეტი მადლიერება გამოეხატა გაწეული დახმარებისთვის, რადგან ამერიკელი ხალხი „ყოველ შემთხვევაში ძალიან გულუხვი იყო“, ხოლო თეთრი სახლი და პენტაგონი „ბევრად ეფექტურად მუშაობდნენ“ უკრაინის დასახმარებლად. . ამ საუბრის დაწყებამდე, წერს NBC News, რამდენიმე კვირის განმავლობაში თეთრ სახლში მზარდი უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ ზელენსკი თავის საჯარო გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ იმაზე, რაც არ გაკეთებულა უკრაინის დასახმარებლად - მაშინ, როცა თავად ვაშინგტონში ჩინოვნიკებს სჯეროდათ, რომ აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ. ამ საუბრის შემდეგ ზელენსკიმ საჯარო განცხადება გააკეთა და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს „კეთილშობილი დახმარებისთვის“. მას შემდეგ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა მხოლოდ გაუმჯობესდა, წერს NBC News. აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ თუ მისი პარტია კონგრესზე კონტროლს მოიპოვებს, უკრაინის დახმარება შეიძლება შემცირდეს. ამავდროულად, აშშ-ს ნაკლები მაცხოვრებელს აწუხებს ომში რუსეთის შესაძლო გამარჯვებია - მაისის შემდეგ ეს მაჩვენებელი 55-დან 38% -მდე დაეცა. შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით უდავო ლიდერია. ოქტომბრის ბოლოს ის 27,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს ოთხნახევარჯერ მეტია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს (3,7 მილიარდი) და ევროკავშირის (2,5 მილიარდი) დახმარება.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)